სირიელი სამხედროები ბავშვებს სამხედრო მოქმედებებისას ”ცოცხალ ფარად” იყენებენ, აპატიმრებენ და აწამებენ - ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ გაეროს ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების ვითარებაში ბავშვების მდგომარეობას ეხება. უფლებადამცველების ინფორმაციით, გასული წლის მარტიდან სირიაში 1200-მდე ბავშვი დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით, ბავშვებს საბრძოლო მოქმედებებისას სირიის ოპოზიციაც იყენებს - ძირითადად სანიტრებად, მაგრამ ამ როლშიც მათ ხშირად ცეცხლის ხაზზე ყოფნა უწევთ.
მასალის გამოყენების პირობები