Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
განათლების სამინისტრო ხვალიდან საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირებისთვის რეგისტრაციას იწყებს
განათლების სამინისტრო ხვალიდან, 25 ივლისიდან საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირებისთვის კანდიდატთა რეგისტრაციას იწყებს. ის კანდიდატები, ვინც სერტიფიცირების გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ (უნდა დააგროვონ მაქსიმალურ ქულათა 60%), საშუალება ექნებათ გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, დირექტორობის მსურველს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა. შემდეგ უკვე, მას საშუალება ექნება მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სკოლის დირექტორებს შემდეგ სამეურვეო საბჭოები შეარჩევენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ამბობს, გასაუბრების ეტაპს კანდიდატები სამინისტროში შექმნილ კომისიასთან გაივლიან, რომლის შემადგენლობაშიც პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება. სანიკიძის თქმით, პირველ ეტაპზე 600–მდე დირექტორს შეეხება სერტიფიცირების გავლა, იმათ, ვისაც სერტიფიკატების ვადა ეწურება. კითხვაზე, როდის დასრულდება პროცესი და როდიდან შეცვლიან არსებულ სკოლის დირექტორებს, ახალი კადრები, მინისტრი პასუხობს, რომ ეს პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სერტიფიცირების მიზანია საჯარო სკოლებს ჰყავდეთ მაღალკვალიფიციური კადრები. სერტფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 7 აგვისტოს დასრულდება. ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.