Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/dsc_3582.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/dsc_3582.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/dsc_3582.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/dsc_3582.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მმართველი გუნდი საარჩევნო უბნებზე აგიტაციის აკრძალვის წინააღმდეგია
არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების 20 მეტრის რადიუსში აგიტაციის წარმოების აკრძალვაზე მმართველი გუნდი უარს ამბობს. ასეთი აკრძალვა საარჩევნო კანონმდებლობაში, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების პროექტით შემოდის, რომლის თანახმადაც, კენჭისყრის დღეს როგორც კენჭისყრის შენობაში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე – 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია იკრძალება. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნულ ქმედებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და თუ ის ასეთი ქმედების აკრძალვას ვერ მოახერხებს, დახმარებისთვის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიმართოს. როგორც საკითხის განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ამ მიმართულებით ადმინისტრირების განხორციელება შეუძლებელი იქნება. კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი აკრძალვის შემოღება და უბნებიდან 20-მეტრიანი რადიუსის განსაზღვრა გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელი შეეშლება, რადგან კანონით დაკისრებული ამ ვალდებულების განხორციელებას ვერ შესძლებენ. საარჩევნო უბნების 20-მეტრიან რადიუსში აგიტაციის ამკრძალავი მუხლის ამოღებას მიზანშეწონილად მიიჩნევს კანონპროექტის ინიციატორი, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი, რომლის განმარტებითაც ინიციატივა არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის. "პროვოკატორებს საშუალება არ უნდა მივცეთ იმისა, არჩევნების დღეს უბნების გარშემო გვარბენინონ", – აღნიშნა ქუცნაშვილმა საკითხზე მსჯელობისას. დეპუტატს იმედი აქვს, რომ პოლიტიკური სუბიექტები თავად გამოიჩენენ პოლიტიკურ ნებას და საარჩევნო უბნებთან აგიტაციის წარმოებით არ დაკავდებიან. ზაქარია ქუცნაშვილი კანონპროექტის პარლამენტში განხილვის პროცესის დაწყებამდე ხაზს უსვამდა საარჩევნო უბნებიდან 20-მეტრიან რადიუსში აგიტაციის აკრძალვის მნიშვნელობას. "საარჩევნო უბნის კიბეებთან აღარ უნდა ვიხილოთ ამომრჩევეთა სიებით შეიარაღებული აგიტატორები. ამომრჩეველს არ უნდა მოუწიოს სააგიტაციო კორიდორში გავლა, სანამ კენჭისყრის უბანში შევა. შესაბამისად, 20 მეტრის რადიუსში არ იქნება ნებადართული აგიტაცია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი მიმართულებიდან მიეცემათ საარჩევნო ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა და ქალბატონები იქნებიან თუ ვაჟბატონები, უფლება არ ექნებათ, კიბეებთან ჩამწკრივდნენ და სიებით შეიაღებულმა ხელში, ამომრჩეველზე ზემოქმედება მოახდინონ" , - განაცხადა ქუცნაშვილმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, კანონპროექტიდან შესაბამისს პუნქტს ამოიღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.