რეგიონი
როგორი იქნება ანაკლია პორტის აშენების შემთხვევაში (ფოტო, ვიდეო)
"ანაკლიის პორტი" ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოს, რომელშიც მოცემულია, თუ როგორი იქნება ანაკლია ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების შემდეგ.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი მოიცავს ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პარკს, ფინანსურ ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ამერიკული აკადემიის საუნვერსიტეტო კამპუსს, ამერიკულ ჰოსპიტალს, ინოვაციებისა და სტარტაპების ცენტრს, საერთაშორისო იპოდრომს, გოლფ კლუბსა და სხვა კომპონენტებს.

„ანაკლია გახდება სიახლის, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კომპანიების მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც ჰარმონიულად იქნება შეთავსებული საპორტო, ლოგისტიკური, საწარმოო, ბიზნესის, გართობის, დასვენებისა და დაბალანსებული ცხოვრების სტილის ყველა წინაპირობა“, - აღნიშნავენ კონსორციუმში.

ამავე ცნობით, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მსოფლიოს უდიდეს გემებს მიიღებს, მილიონობით კონტეინერს გადაამუშავებს და აბრეშუმის გზის კარიბჭის ისტორიულ ფუნქციას შეასრულებს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" აღნიშნავენ, რომ ანაკლიის ინდუსტრიული პარკი ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.
ფოტო, ვიდეო: "ანაკლიის პორტი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.