ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა“ დღეს, 26 ივლისს ზუგდიდის მუნუციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ პროგრამებს და ასევე, ზეწოლა მოახდინონ ფარმაცევტულ კომპანიებზე, რათა მოხდეს C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების გაიაფება.
„ქსენონის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანაშიას თქმით, საქართველოში C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანი არის დაინფიცირებული. მისვე განმარტებით, საქართველოში C ჰეპატიტის სრული მკურნალობის კურსი 15 ათასი დოლარი ღირს, რომლის გადახდა პაციენთტა უმრავლეობას არ შეუძლია.
„საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა მხოლოდ ერთი პროცენტი ახერხებს მკურნალობას და ისინი თანხებს საკუთარი ჯიბიდან იხდიან,“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნინო ჯანაშიამ.
მისივე განმარტებით, საქართველოში C ჰეპატიტის მკურბნალობას და სრულ დიაგნოსტიკას არც ერთი კომპანია ანაზღაურებს. თუმცა მისვე თქმით, სახლემწიფოს აქვს შემუშავებული ახალი პროგრამა ამ დაავადების პრევინციის, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის კუთხით.
„ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმუილი აქვს ციხეებში 10 ათას მსჯავრდებულს ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა, აქედან 500 პატიმარს ჩაუტარდება სრული მკურნალობის კურსი. ამ პროგრამისთვის ჯამში 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ჯანდავის სამინისტრო ასევე, გეგმავს 2016 წლიდან C ჰეპატიტის მკურნალობა ყველასთვის უფასო იყოს “, - აცხადებს ჯანაშია.
C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასევე, ასოციაცია „ქსენონი“ ხვალ ქუჩის აქციას - „C არ იCდის“ გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები