საქართველოში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
სანიკიძის ინფორმაციით, სამინისტრო სკოლებში არსებულ სიტუაციას მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის მეშვეობით "დიდი ლუპით" დააკვირდება.
განათლების ახალი მინისტრი ინტერვიუში დავით ზურაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზსაც განმარტავს. "მინდოდა, მოვალეობის შესრულება სუფთა ფურცლიდან დამეწყო, რის გამოც საჭიროდ ჩავთვალე ძველი მოადგილეების გათავისუფლება და ახლების დანიშვნა", - აცხადებს სანიკიძე.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, უკვე შერჩეული ჰყავს მოადგილეობის რამდენიმე კანდიდატურა, რომლებსაც პრემიერს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარუდგენს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ინტერვიუ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები