სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსოფლიოს მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად მინსკში იმყოფება.
რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ბელორუსის ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დახვდნენ.
დელეგაცია მინსკს რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე II, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტი, ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის პატრიარქი საბა და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ტიხონი.
მართლმადიდებელმა დელეგაციამ მინსკში ანდრია პირველწოდებულის ჯვართან ლოცვა აღავლინა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მინსკის მერმაც მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები