Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/sertificireba_brif2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/sertificireba_brif2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/sertificireba_brif2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/sertificireba_brif2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით უკმაყოფილოა
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, პედაგოგთა დიდმა ნაწილმა ზღვარი ვერ გადალახა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები შემდეგ საგნებში -ისტორია, გეორგაფია, სამოქალაქო განათლება, მათემათიკა, ფიზიკა, ქიმიის, სახვითი ხელოვნება, ცნობილი პედაგოგებისთვის დღეიდან გახდა. როგორც მიმინოშვილი ამბობს, მათემატიკაში, პედაგოგთა დაახლოებით 86%-მა ვერ გადალახა ბარიერი, სამოქალაქო განათლებაში- 82.6%-მა, ქიმიაში - 91%-მა, ბიოლოგიაში -77%-მა, სახვითი ხელოვნებაში- 74%-მა, ფიზიკაში - 96%-მა. ისტორიასა და გეოგრაფიაში შედარებით უკეთესი შედეგებია - 57.2% და 49%. მისივე თქმით, წელს 356 პედაგოგი აბარებდა გამოცდას ფიზიკის საგანში, თუმცა ზღვარის გადალახვა 342-მა პედაგოგმა ვერ შეძლო. "მე თვითონაც ძალიან შეწუხებული ვარ ამ შედეგებით. წლების განმალობაში ბევრი უნდა გაკეთებულიყო პედაგოგებისთვის. ძალიან აქტიური ქმედებები საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი არ გადატყდეს პედაგოგებზე, ისინი ნაკლებად არიან დამნაშავენი. პირველ რიგში, სახელმწიფის მიერ უნდა იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა. ზუსტი და მკაფიო სტრატეგია არის საჭირო. ეს გამოცდა სადამსჯელო ოპერაცია არ უნდა იყოს. კვალიფიკაციის ამაღლებაზე სამინისტრომ და სახლემწიფომ უნდა იზრუნოს, უამრავი აქტოვობების დაგეგმვაა საჭირო. ჩემს ორგანიზაციაზე და ჩემს თავზეც ვფიქრობ, იქნებ ჩვენც მოვაკელით რამე, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, არ ვიცი, ძალიან ვარ შეწუხებული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არავინ გაიშვიროს თითი პედაგოგებისკენ. როდესაც სახლმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგმა იზურნოს საკუთარ კვალიფიკაციაზე და საკუთარ თავზე შეძლოს მუშაობა, მხოლოდ მაშინ შეიძლება დავადანაშაულოთ კონკრეტული პედაგოგი," - ამბობს მიმინოშვილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები შარშან უფრო მაღალი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.