თურქეთიდან სგპ “სარფის” გავლით, 1080კგ. შინაური ფრინველის გაყინული ხორცითა და საკვები სუბპროდუქტებით დატვირტული სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.ვეტერინარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ საქონელს გასული აქვს ვარგისიანობის ვადა და კანონით დადგენილ იმპორტის მოთხოვნებს არ კმაყოფილებს.
საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად,ჯანმრთელობისთვის მავნებელი სურსათი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები