„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაის წინააღმდეგ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ისეთი მოწმეები წარადგინა ვისი ჩვენებების უარყოფა დაცვის მხარეს მარტივად შეეძლო. სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რომ არსებობს არაერთი მოწმე, რომელიც ჰყვება თუ როგორ აწამებდა ბაჩო ახალაია პატიმრებს. მისი თქმით ბრალდებამ არ გამოიყენა მნიშვნელოვანი მოწმის ჯოლოხავას ჩვენება და ამასთან „ობიექტივის“ ეთერით გაკეთებული განცხადების შემდეგ ის სასტიკად იქნა ნაცემი.
„სასამართლო მიმდინარეობდა იმგვარად, რომ ისეთი მტკიცებულებები, რომელიც აშკარად ცხადყოფდნენ ბრალდებული ახალაიას დანაშაულების სიმძიმეს არ იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. მაგალითად მოწმე ჯოლოხავა, რომელმაც ობიექტივის პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება და ჩვენი არაერთგზის თხოვნისა დაცვა არ იქნა გამოყოფილი და ის სასტიკად იქნა ამ ჩვენების შემდეგ ნაცემი და დატოვა საქართველო. ასევე მე პირადად, ჩემი მონიტორინგის წევრობისას ვიყავი არა ერთ საპყრობილეში და უამრავი ჩვენება არსებობს ბაჩო ახალაის წინააღმდეგ და ეს ჩვენებები ატარებენ ერთ მნიშვნელოვან იმ შინაარსს, რომ ბაჩო ახალაია აწამებდა ადამიანებს და ეს ატარებდა სისტემატურ ხასიათს. რატომღაც ათობით ადამიანის ჩვენება არ არის წარდგენილი სასამართლოში და არის წარდგენილი სრულიად უაზრო არაფრის შემცველი ბრალდებები, რომელთა უარყოფაც დასცვის მხარეს არ გაუჭირდებოდა“,-განაცხადა მანჯავიძემ
მასალის გამოყენების პირობები