Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/finance1-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/finance1-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/finance1-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/finance1-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები "საქსტატის" მონაცემებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროები, ეკონომიკის ზრდის „საქსტატის“ მონაცემებთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. სამინისტროების განცხადებას რადიო „ათინათი“ უცვლელად გთავაზობთ. „ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი, არ არის საბოლოო და ის კიდევ ორჯერ დაზუსტდება. ეს მხოლოდ წიანსწარი შეფასებაა და არ შეიცავს რიგ მონაცემს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინით სოფლის მეურნეობა მხოლოდ ივნისში მშპ-ს დაახლოებით 1%-1.5%-იან ზრდას გამოიწვევს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს და რაც ნიშნავს, რომ ზრდა არა ნეგატიური არამედ პოზიტიურია. ამასთან, 2013 წლის პირველ ექვს თვეში, ჯამურად, საქართველოს ეკონომიკა კი არ შემცირდა, არამედ, მინიმუმ 1.8%-ით გაიზარდა. 2013 წლის პირველ შვიდ თვეში გადასახადების მობილიზების კუთხით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები არათუ ნაკლებია, არამედ, აღემატება 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (2013 წლის იანვარ-ივლისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 785 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32 მლნ ლარით აღემატება; სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა კი, შეადგინა 3 558 მლნ ლარი რაც 28 მლნ ლრით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს). გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის ბიუჯეტში შემოსავლები აღემატება ხარჯებს და ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ აქვს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება შეუფერხებლად შეასრულებს ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას, როგორც სოციალური, ასევე, ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების მიმართულებით. დღეს საქართველოს ეკონომიკა გადის სტრუქტურული გაჯანსაღების პროცესს. წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს უხეში ინტერვენციით, გაუმართლებელი ხარჯებით, ხელოვნურად მიიღწეოდა ეკონომიკური ზრდის მოკლევადიანი შედეგები, რომელიც არანაირად არ აისახებოდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.სწორედ არასაწარმოო ინფრასტრუქტურული პროექტები (პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, ბათუმი თაუერი, ანბანის კოშკი და ა.შ.), ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება ტექნიკურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლის გარეშე დაიწყო (მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზა) და რომლებზეც მილიარდზე მეტი დაიხარჯა, ქმნიდა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ მოკლევადიან, მყისიერ ეფექტს და არ ემსახურებოდა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. ეკონომიკური ზრდის ხელოვნური, არასწორი მეთოდებით პროვოცირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა იყო ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების „მითითებით“ ბიზნესის მიერ განხორციელებული, არაპროფილური, ძვირადღირებული და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი პროექტები, რამაც ეს ბიზნესები ხშირ შემთხვევაში გაკოტრებამდე მიიყვანა. მოჩვენებითი ეკონომიკური წარმატების მისაღწევად „ნაციონალური“ მთავრობის „კრეატიული“ გადაწყვეტილებით იქმნებოდა საშუამავლო ფირმები (მაგალითად საშუამავლო ნავთობკომპანიები), რომლებიც ასრულებდნენ ბაზრის კონტროლის ფუნქციას, არ ქმნიდნენ რეალურ ღირებულებას და მხოლოდ ბერავდნენ ბრუნვებს. აღნიშნული საშუამავლო ფირმები დღეს აღარ არსებობენ და ბუნებრივია, მაჩვენებლებზე ესეც აისახა. ამასთან, მანამდე არსებული კომპანიების გარკვეული ნაწილი კორუფციული გარიგებების შედეგად ახერხებდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებას ან ტენდერის გარეშე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დაკვეთის მიღებას. აღნიშნული კორუფციული გარიგებები ბათილად იქნა ცნობილი და მიმდინარეობს ძიება, ხოლო დაწყებული პროექტების გაგრძელებისთვის საჭირო გახდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით ახალი ტენდერების გამოცხადება, რამაც დროში გააჭიანურა ზოგიერთი პროექტის განხორციელება. ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობრივი ეკონომიკური გადაწყვეტილებების არაეფექტურობა უკვე შარშან ივლისიდან გამოჩნდა, როდესაც ზრდის ტემპებმა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კლება დაიწყო. იმის გამო რომ ბიზნესმა რეალურად იგრძნო თავისუფლება, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ გააგრძელა ბიზნესზე ძალადობა, მიმდინარე წლის მარტიდან რეალური ტენდენცია მზარდია, ეკონომიკა გამოდის „ნაციონალური შოკიდან“ და დაიწყო ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების შეუქცევადი, მდგრადი პროცესი. შემდეგი ეტაპი, ჯანსაღი, ბუნებრივი ზრდაა. ამ ეტაპზე უკვე გაუმჯობესებულია საგარეო სავაჭრო სალდო ექსპორტის ზრდის და იმპორტის შემცირების ხარჯზე“,- ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ერთობლივი განცხადებაში. ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის ზრდა, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,8 პროცენტი, 2013 წლის მეორე კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.