აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ცნობილი ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი და გაზეთი „კვირის პალიტრის“ რედაქტორი ბესო ხვედელიძე. მათ აზერბაიჯანში შესვლა ეკრძალდებათ. მთავარი მიზეზი მთიანი ყარაბაღში აზერბაიჯანის მთავრობასთან შეუთანხმლებლად სტუმრობა იყო.
ტურაშვილის და ხვედელიძის გარდა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში კიდევ 333 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა შესული. მათ შორის ცნობილი მომღერალი მონსერატ კაბალიე, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები, რუსი დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი და სხვები.
ბაქო მოითხოვს, რომ მთიან ყარაბაღში ნებისმიერი სტუმრობა შეთანხმებული იყოს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან.
მასალის გამოყენების პირობები