მულტიმედია
გიგი სიჭინავა ინგლისურ - ქართულ ილუსტრირებულ ლექსიკონზე მუშაობს (ფოტო/აუდიო)
ზუგდიდელი მოზარდი გიგი სიჭინავა რამდენიმე წელია ინგლისურ - ქართულ ლექსიკონზე მუშაობს. გიგის ლექსიკონი მის მიერ შექმნილ ნახატებთან ერთად, 400 - მდე სიტყვას მოიცავს და სასწავლო დანიშნულებისაა.

მასში მეტწილად ხილის, ბოსტნეულის და მათგან დამზადებული სხვადასხვა სასარგებლო კოქტეილის, ასევე ცხოველების ჩამონათვალია შეტანილი.

სიტყვების მოხაზულობას ის ჯერ შავ - თეთრ ფერებში ასრულებს, შემდეგ კი ფერადი ფანქრებით ამუშავებს.

გიგის დედა გვიყვება რომ, გიგისთვის უფრო მარტივად გასაგებია ის, რის ვიზუალიზაციასაც ახდენს.

„მას ძალიან კარგი ვიზუალური მეხსიერება აქვს და აქედან გამომდინარე, ასე უფრო დასამახსოვრებელი იქნა მისთვის, რომ ჯერ დახატოს და შემდეგ ისწავლოს სიტყვის განმარტება, ის რასაც თავისი ხელით აკეთებს, არასდროს არ ავიწყდება’’, - ამბობს ნათია სახოკია.

ის ფიქრობს, რომ გიგი ლექსიკონზე მუშაობას ერთ თვეში დაასრულებს.

სამომავლოდ კი მხატვარი ქართული წარმოების ილუსტრირებული ლექსიკონის გამოცემას გეგმავს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როგორც დამხმარე საშუალება ინგლისური ენის შესასწავლად.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.