2020 წლის 25, 29 და 30 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ასოციაცია „ათინათის“ ინიციატივით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გაიმართა მორიგი ონლაინ ჩართვები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებძე:
25 მაისს - ასოციაცია „ათინათის“ ფინანსურმა მენეჯერმა ჯილდა ჯიქიამ ისაუბრა ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის მეორე ეტაპის იმ ნაწილზე, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის 3 ტიპის შეღავათების დაწესებას, კერძოდ, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს ადგილი; დაქირავებით დასაქმებულები, რომლებსაც არ ერიცხებათ ხელფასი და თვითდასაქმებულები. ასევე განმარტა თუ როგორ შეიძლება ისარგებლოს აღნიშნულმა კატეგორიებმა დაწესებული საგადასახადო შეღავათებით.
29 მაისს - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორმა დემეტრე ლიპარტიამ ჩართვაში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახა გლობალური პანდემიით გამოწვეული ვითარება სოფლის მეურნეობაზე, აგრარულ სექტორზე. ასევე შეეხო შემდეგ კონკრეტულ საკითხებს:
• სახელმწიფო სუფსიდიები სოფლის მეურნეობაში;
• აგრობარათების განაღდების საშუალებები;
• ადგილობრივი ფერმერების პრობლემები და ხელშეწყობის პროგრამები;
• პესტიციდების და ჰერბიციდების გამოყენება
30 მაისს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ანტიკრიზისულ ნაბიჯებზე, ახალ პროგრამებზე და უახლოეს გეგმებზე.
ონლაინ ჩართვებმა მსმენელთა ინტერესი გამოიწვია, რაზეც მეტყველებს დასმული შეკითხვები და მნახველთა რაოდენობა.
ჩართვები შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
25 მაისის ჩართვები:
https://www.facebook.com/watch/live/?v=712401156257412&ref=watch_permalink
https://www.facebook.com/watch/live/?v=254621258931432&ref=watch_permalink
29 მაისის ჩართვა:
https://www.facebook.com/watch/live/?v=714029786073587&ref=watch_permalink
30 მაისის ჩართვა:
https://www.facebook.com/konstantinekaka%E2%80%A6/%E2%80%A6/295259848155420/
ონლაინ ჩართვები ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ
მასალის გამოყენების პირობები