"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.
მისი განცხადებით, ეს დღე როგორც ტკივილის, ასევე სიამაყის დღეა, რადგან ქართველმა ხალხმა 5 წლის წინ ქვეყნის დაცვა შეძლო. დავით ბაქრაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშ-ხანში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახშიც იმყოფებოდა.
მან ოჯახთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ტრაგედიაა და საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები