მესტიის პოლიციის უფროსი ილია გერლიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით გერლიანის გათავისუფლების მიზეზი გენინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები იყო.
მესტიის პოლიციის უკვე ყოფილმა უფროსმა, ილია გერლიანმა რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ ის „ყველა სიტუაციაში მართალია“ და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„მაინც რას ამბობენ, ქურდიაო? აგერ არის მესტიის რაიონი, გამოკიტხვა ჩაატარეთ და შეისწავლეთ ყველაფერი. მე ყველაფერი დასურათებული მაქვს და მერე დაუდებ ამას...“- აცხადებს ილია გერლიანი.
ცნობისთვის, მესტიის პოლიციაში დღეს, 7 აგვისტოს შემოწმების მიზნით გენინსპექცია შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები