მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. ისინი ყვავილებითა და და სანთლებით პატივს მიაგებენ გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ლეიტენანტ გიორგი რომელაშვილის მამამ, მურთაზ რომელაშვილმა განაცხადა, აგვისტოს ომიდან დღეს 5 წელი შესრულდა, თუმცა რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მშობლისთვის დაღუპული შვილი მოურჩენელი ტკივილია.
"მინდა ყველა მშობელს მოვუწოდო მოთმინებისკენ, რადგან ის, რაც მოხდა, ალბათ ბედისწერა იყო", - განაცხადა მურთაზ რომელაშვილმა.
მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო ორკესტრი და საპატიო ყარაული. ცოტა ხანში მუხათგვერდის სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან, 13.00 საათიდან კი - პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებს.
ისინი აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
აღსანიშნავია, რომ დილით მუხათგვერდის სასაფლაოზე გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი გიგი კალანდაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები