ცნობილი გახდა, რომ ისრაელი – პალესტინას მოლაპარაკებები 14 აგვისტოს იერუსალიმში განახლდება. შეთანხმებას მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ, ივლისის ბოლოს ვაშინგტონში , აშშ –ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის შუამავლობის შედეგად მიაღწიეს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ეს ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლების, ციპი ლივინისა და საებ ერეკატის პირველი შეხვედრა იყო. მოლაპარაკებათა დღის წესრიგის საკითხები უცვლელი რჩება. პალესტინელები მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ოკუპირებული ტერიტორიებისა და პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნებას, პალესტინის სახელმწიფოს 1967 წლის საზღვრებში შექმნას, იერუსალიმის სტატუსის გარკვევას ითხოვენ.
http://ru.euronews.com/2013/08/09/israel-approves-controversial-new-settlements-ahead-of-peace-talks/
მასალის გამოყენების პირობები