საზოგადოება
ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებისა და შეზღუდულობის სფეროში არსებული მდგომარეობისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, ასოციაცია „დეას“ მიერ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა პროექტის: „საქართველოს ეტლების წარმოების ეროვნული ქსელი“ ფარგლებში გამართა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას „USAID“- უზრუნველყოფს, ტექნიკურ მხარდაჭერაზე მსოფლიო ინვალიდობის ინსტიტუტი “WID”, “WWI” და „OSCE“ ზრუნავენ. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტარციის,ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის,არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოადგინეს მონიტორინგის შედეგები და სლაიდები სადაც ნაჩვენები იყო ის ბარიერები და შეზღუდვები, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები გარემოში აწყდებიან. დაასახელეს ის შენობები და საჯარო ორგანიზაციები სადაც მათ ეტლით შეღწევა უჭირთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბარიერებისგან თავისუფალი გარემოს შექმნაზე პროექტის კოორდინატორმა ივეტა წითაშვილმა ისაუბრა.“ ჩვენ წარმოვადგინეთ ის პრობლემები,რომელთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხვედრითი წილია და მათ კომპეტენციაში შედის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მეტ ქმედით ნაბიჯს გადადგამს ცვლილებებისკენ,გარემოს ადაპტირებულობისკენ და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი უფლების შექმნის უზრუნველყოფის პროცესის მხარდასაჭერად.“-განაცხადა მან რადიო „ათინათთან“ საუბრისას. შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობამდე სოლიდარობის აქცია-მსვლელობა გამართეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.