კახეთში ეკლესია გაქურდეს. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარში სალოცავად მისულ მრევლს ფანჯრები ჩამსხვრეული და შესაწირი ყუთები გატეხილი დახვდა. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული ეკლესიიდან. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს სამმართველო აწარმოებს. მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ ტაძარში წირვა–ლოცვა გასულ წელს აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები