საზოგადოება
"ეს შენ გეხება" ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხება“ MUST CARRY-ის პრინციპის შემოღების მიზნით,30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.საკითხთან დაკავშირებით,არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,პევლე კუბლაშვილმა დღეს შეხვედრა გამართეს,თუმცა,შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს,რომ ხელისუფლება მათ სთავაზობდა - საკაბელო კომპანიებს სავალდებულო წესით მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი და მეორე არხები ჩაერთოთ.„კომიტეტი სატელიტური მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტს არ თანხმდება.ამიტომ,მათი შემოთავაზებული წინადადება ჩვენთვის მიუღებელია,.„ახლა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება გვაქვს წარდგენილი.პარლამენტი ვალდებული არ არის ის განიხილოს.ინიცირება საკანომდებლო პროცედურის დასაწყებად აუცილებელია,“ - თქვა შეხვედრის შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.„ეს შენ გეხება“ ხვალ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართავს,რომელიც ხელმოწერის შეგროვების ფორმას დაამტკიცებს.კამპანიის მონაწილეები ხელმოწერების შეგროვებას ერთ კვირაში ან 10 დღეში აპირებენ.„საბოლოო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უნდა მიიღოს.მაგრამ,მორიგ აქტივობას იმის დასადასტურებლად ვგეგმავთ,რომ ამ საკითხის მიმართ ნამდვილად დიდი ინტერესი არსებობს.ამ წინადადებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.ვფიქრობთ,რომ ეს,პრინციპული საკითხია.ამიტომ ჩვენ მცდელობას გავაგრძელებთ,“ - აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.