საზოგადოება
მოქალაქე: ზუგდიდში პატრულმა იმიტომ დამაჯარიმა, რომ ჩემი ვინაობა გაეგო და მოეწერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს. ბიგვავა ყვება, რომ ყოლბაიამ ის მაშინ დააჯარიმა, როდესაც სამარშუტო ტაქსიში იჯდა და სახლში, დარჩელისკენ მიდიოდა. ქალმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ სამართალდამცავმა ის პირბადის არქონის გამო დააჯარიმა, თუმცა, დასძენს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო პირბადე მხოლოდ რამდენიმე წამით მოიხსნა.
"პირბადე მიკეთია, მოჰყვება სამარშუტო ტაქსს, ქალაქიდან გამომყვა. ფანჯრიდან მნახა, რომ ნიკაპზე მქონდა ჩამოწეული და ამის საფუძველზე გააჩერა ტრანსპორტი. მე მგონია, რომ ჯარიმაც იმიტომ დამიწერა, რომ ჩემი სახელი და გვარი გაეგო და ამისთვის თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა. ჯერ მომწერა "სმაილი", დაელოდა ჩემს რეაგირებას, მე რომ არ ვუპასუხე, ცოტა ხანში დამირეკა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ეს ამბავი გამესაჯაროებინა. მე არ დამირეკავს გენინსპექციაში და არც ვაპირებ, რადგან არ მინდა, სამსახური დაკარგოს, მხოლოდ მინდა, საჯაროდ ბოდიში მოიხადოს, რადგან ყველამ ნახოს და არავინ გაიმეოროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს", - აღნიშნა ბიგვავამ.

ჩვენ ბრალდების ადრესატს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თენგო ყოლბაიასაც დავუკავშირდით. მან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ამბობს, რომ ბიგვავას ნაამბობი აბსურდია.

"ეს არის ყველაფერი აბსურდი და კომენტარის გაკეთება არ მსურს", - გვითხრა პოლიციელმა.

ამ ეტაპზე მისი ფეისბუქ ანგარიში სოციალურ ქსელში არ იძებნება. 

რადიო "ათინათი" შს სამინისტროს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით ელოდება და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.