თბილისის აეროპორტს შესაძლოა, ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს. თბილისის საკრებულოში ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე, წუხელ თბილისის მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ვარდების რევოლუციის მოედნისა და თბილისის სხვა ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის საკითხი განიხილეს.
ვარდების რევოლუციის მოედნისთვის ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას სახელის დარქმევა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები