Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/Kremlin-Moscow-Russia1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/Kremlin-Moscow-Russia1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/Kremlin-Moscow-Russia1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/Kremlin-Moscow-Russia1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
საქართველოსა და რუსეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა განახლდა
ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეხვედრაზე 2013 წლის 6-7 აგვისტოს ქ. მოსკოვში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ``სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა`` და რუსეთის ფედერაცის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების აღდგენა არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერების გამო, ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გადაზიდვებით ძირითადად დაკავებულები არიან აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის გადამზიდავები და ყურადღება უნდა გამახვილდეს ეროვნული გადამზიდავების აქტივიზაციის მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე. ქართულმა მხარემ პრინციპულად დააყენა საავტომობილო მიმოსვლის აღდგენისათვის ქართველი მძღოლებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის საკითხი, რაზედაც მიღწეული იქნა რუსული მხარის თანხმობა საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყვეტის თაობაზე. მხარეებს შორის პირველ ეტაპზე გაიცვალა 500 ერთეული სატვირთო გადაზიდვის ნებართვა 2013 წლისათვის, რაც საშუალებას მისცემს ქართველ გადამზიდველებს გადაზიდონ ტვირთი რუსეთის მიმართულებით და მისი ტერიტორიის გავლით. მოხდა ასევე შეთანხმება მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის ნებართვების გაცვლის თაობაზეც. მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის, რაც შეწყვეტილი იყო 2006 წლიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე რუსეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლისათვის საჭირო დოკუმენტაციითა და ნებართვებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.