თსუ-ს რექტორის არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თორმეტივე წევრმა მისცა.
არჩევნებში მონაწილეობა ჯერ-ჯერობით არ მიუღია უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე კვიტაშვილს.
საარჩევნო უბანი თსუ-ში 16:00 საათზე დაიხურება.
აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი ზურაბ დავითაშვილის ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის განმავლობაში საბჭოს წევრებზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ბოსტოღანაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას ყველა პროცედურა მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯაროა.
მისი თქმით, ჯერ-ჯერობით რექტორობის არცერთ კანდიდატს კომისიისთვის ზეპირი საჩივრით არ მიუმართავს.
მასალის გამოყენების პირობები