თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა. არჩევნებზე ლადო პაპავამ 10 ხმა მიიღო, 2 ხმა კი - ირმა რატიანმა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბანი 14 .00 საათზე გაიხსნა. თსუ-ში ახალი, რიგით 28-ე რექტორი აირჩიეს.
არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან კენჭს იყრიდა 13 კანდიდატი - ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე.
კიდევ ერთმა კანდიდატმა, მარინა ჩიტაშვილმა ლადო პაპავას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები