Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dakaveba12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის გამგეობის თანამშრომელი დააკავა. როგორც შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ამხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ავთანდილ ქველაძე. ამჟამად იგი დაკავებულია. "გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 15 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ავთანდილ ქველაძემ თურქი ეროვნების ინვესტორს ქალაქ მარნეულის ცენტრში მდებარე 818 მ2 მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარება აღუთქვა. ამასთან, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოეყენებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში დახმარება შესთავაზა. მან ასევე აღუთქვა, რომ სამსახურებრივ მფარველობას გაუწევდა და მისცემდა საშუალებას კანონით სავალდებულო ნებართვის და პროექტის დამტკიცებამდე მშენებლობა დაეწყო და შეუფერხებლად ეწარმოებინა. აღნიშნულის სანაცვლოდ ავთანდილ ქველაძემ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის 50 000 აშშ დოლარის ნაწილი - 25 000 აშშ დოლარი წინასწარ აიღო", _ აცხადებენ შსს-ში. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.