დღეს ზუგდიდში,დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში,ჩეხურმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“(„People In Need) წარმოადგინა პროექტი „Caucadoc “(Caucasus documentary),რომლესაც Pin–ი სამხრეთ კავკასიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.პროექტის ფარგლებში 2013 წლის გაზაფხულზე საქართველოს,სომხეთისა და აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არაფორმალურ ჯგუფებს საშუალება მიეცემათ საკუთარ ქალაქებში დოკუმენტური კინოფესტივალების გამართვისა.პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში.„Caucadoc “-ის მიზანია მხარი დაუჭიროს დოკუმენტური ფილმების ინდუსტრიის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში.
მასალის გამოყენების პირობები