წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 250 ოჯახს წითელი ჯვრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ მოსახლეობას ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტები, საბნები და ლეიბები დაურიგეს.
ედიშერ თოლორაიას განცხადებით იმ ოჯახებს, რომლებსაც წყლის ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დაუზიანა ზარალიც აუნაზღაურდებათ.
მასალის გამოყენების პირობები