დაბა ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად საკურორტო ზონის დიდი ნაწილი დაიტბორა, - რამოდენიმე წუთის წინ ურეკის ცენტრთან, ერთ-ერთი სოფლისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც ოზურგეთის გამგებელი, კოტე შარაშენიძე ამბობს, სამაშველო სამსახურები მოსახლეობის დახმარებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, სამაშველო სამსახურების რესურსი არასაკმარისია. აღნიშნულის გამო მათ დახმარებისთვის მეზობელი რაიონების სამაშველო სამსახურებს მიმართეს.
კოტე შარაშენიძის ინფორმაციით, ვიდრე ძლიერი წვიმა არ შეწყდება, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ვერ დაიწყება. მისივე თქმით, ჯერჯერობით სტიქიით გამოწვეული ზარალი დათვლილი არ არის. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის დათვლაზე იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები