რეგიონული განვითარების მინისტრი ურეკში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანია წყალდიდობით დაზარალებულ ოჯახებში მივიდა. პრობლემების მოსაგვარებლად მინისტრმა დავალებები მისცა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელსაც ურეკის მოსახლეობა უმოქმედობაში ადანაშაულებს. პრობლემას მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები ქმნის, რაც შენობების დატბორვას იწვევს.
სტიქიამ ლანჩხუთის რაიონსაც შეუტია. სოფელ ჭანჭათში რამდენიმე ათეული ოჯახი, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა კიდევ ორი სოფელი - ზემო და ქვემო აკეთი, სადაც ღვარცოფმა ხიდები დაანგრია. ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს მოსავალი გაუნადგურდა, ვინაიდან ადიდებულმა სუფსამ მათი ნაკვეთები დატბორა.
მასალის გამოყენების პირობები