მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.
ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.
სახარების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, აღდგომიდან მე-40 დღეს კი ქრისტემ თავისი მოწაფეები ბეთანიის ელეონის მთაზე მიიყვანა, ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა.
კურთხევისას, მაცხოვარი თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება დაიწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
მასალის გამოყენების პირობები