საქართველოში მიმდინარე ნატოს კვირეული ოფიციალურად დღეს დაიხურება.კვირეულს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ.ვიცე-პრემიერის პრესსამდივნოს ინფორმაციით, გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეგახსენებთ,რომ ნატოს კვირეული 11 ივნისს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ გახსნა. კვირეულს საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობდა.
მასალის გამოყენების პირობები