რუსთავში, კინოთეატრ "რუსთაველის" შენობა იწვის. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები და ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
კინოტეატრთან იმყოფებიან რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.
წინასწარი ინფორმაციით,ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა, ვინაიდან კინოთეატრი "რუსთაველი" უკვე წელიწადზე მეტია, რაც უფუნქციოდ არის დარჩენილი.
ხანძრის ლიკვიდაცია საათზე მეტია რაც გრძელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ცეცხლი კინოთეატრის სახურავს უკიდია.
მასალის გამოყენების პირობები