თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე წუხელ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
"საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით მათთვის ცნობილია, რომ ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც შეიარაღებული იყო.ამ დროისთვის უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები