Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/anaklia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/anaklia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/anaklia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/anaklia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ამერიკის ხმა - საქართველოს პრეზიდენტი წასასვლელად ემზადება პროექტები კი ფერხდება
"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წასასვლელად ემზადება, პროექტები კი ფერხდება", - ამ სათაურით აქვეყნებს "ამერიკის ხმა" ჯეიმს ბრუკის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ორი წლის წინ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სასტუმროები გახსნა, ეს საკურორტო ქალაქი შავი ზღვის მარგალიტი უნდა გამხდარიყო. "სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში კი ლაზიკას მშენებლობა დაიწყო, ახალი ამბიციური ქალაქის, რომელიც ნახევარი მილიონი ადამიანის საცხოვრებელი უნდა გამხდარიყო. ანაკლიაში ერთ-ერთი ტურისას კი სააკაშვილმა ჟურნალისტებს განგვიცხადა, რომ ისე უყვარდა შავი ზღვის კურორტი, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ფერფლის აქ მიმობნევა სურდა", - წერს ჯეიმს ბრუკი და დასძენს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლის შემდეგ პრეზიდენტის საყვარელი პროექტი სტაგნაციას განიცდის. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ანაკლიის დაგეგმილი იახტების ნავსადგურები შლამით დაიფარა, ტურისტების სამეთვალყურეო კოშკები არ გაიხსნა, სარეველათია სავსე ადგილი, რომელიც ხელისუფლების მიერ დაფინანსებული კვერცხის ფორმის სასტუმრო უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, დახურულია "აკვა პარკი", რომელიც ორი წლის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა. გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევნებში დამარცხდა. ამ წლის ოქტომბერში კი ხელისუფლებაში ყოფნიდან თითქმის ათი წლის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. საქართველოს ახალი პოლიტიკური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი პრაგმატული ბიზნმესმენია", - წერს ჯეიმს ბრუკი და ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი ამ სექტორებისა და საზღვრისპირა რეგიონების განვითარებაა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ზედმეტი თანხების ხარჯვისა და უგუნურად დაგეგმვით. პრემიერისვე თქმით, საქართველო პროფესიონალურად უნდა განვითარდეს და არა მხოლოდ ერთი კაცის თვალსაზრისით. სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ანაკლიაში პრეზიდენტის კიდევ ერთი ოცნება – პორტის მშენებლობა შეჩერდა. იხილეთ ვიდეო: "სააკაშვილი მიდის, დაწყებული პროექტები ფერხდება" - "ამერიკის ხმა" საქართველოდან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.