თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ კანდიდატზე შეთანხმდა, რომელსაც, დღეს, ოფიციალურად წარადგენს. სავარაუდოდ, არასამთავრობო სექტორი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელზე თამარ ჟვანიაზე შეჩერდა.
არასამთავრობოები საკუთარ კანდიდატურას, დღეს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენენ.
ზურაბ ხარატიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ
განცხადება, 12 აგვისტოს, დაწერა. ამის შემდეგ კი იგი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით
გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები