სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. მათ დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინ აქცია გამართეს.
ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას განცხადებით, მძღოლები სამდღიანი მორიგეობის ნაცვლად ოთხდღიან მორიგეობაზე გადაჰყავთ. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელფასის შემცირებას იწვევს.
"სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მძღოლებს საათობრივი ანაზღაურება აქვთ, ისინი საათში 4.40 ლარს იღებენ. ოთხდღიანი მორიგეობის შემთხვევაში, მათი ხელფასი საკმაოდ მცირდება", _ აღნიშნა ლავრენტი ალანიამ.
მასალის გამოყენების პირობები