აფხაზეთიდან დევნილმა, გვარამიების 9 სულიანმა ოჯახმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურათან საპროტესტო აქცია შეწყვიტა. გვარამიებს ზუგდიდის რაიონული პროკურორი დიმიტრი ხვიტია შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.
„დიმიტრი ხვიტია დაგვპირდა, რომ ორი დღე არ გამოგვასახლებენ. ასევე, დაგვპირდა, რომ ჩვენს საქმეს ხელახლა გაეცნობა“, - უთხრა ჟურნალისტებს მზია გვარამიამ.
გვარამიების ადვოკატის განცხადებით, საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, ზუგდიდის პროკურატურას ორშაბათს მიმართავენ.
ამასთან, გვარამიების ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის სხვადასხვა პარტიებს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“, მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე თქმით, მათ მხოლოდ გუბერნატორის ადმინისტრაციამ მიაქცია ყურადღება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლმა ლევან მესხიამ ჟურნალისტებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და გვარამიების ოჯახის წევრები თავიანთ ბინაში დარჩებიან.
მასალის გამოყენების პირობები