ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რამდენიმე მოქმედმა დირექტორმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმზღვანელმა ლელა ქებურიამ განუცხადა.
„ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ არის დაზუსტებული და სანამ სამინისტრო ოფიციალურად არ გამოაქვეყნებს ამ შედეგებს არავინ არ არის უფლებამოსილი ეს ინფორმაცია იცოდეს“, - აცხადებს ლელა ქებურია.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტესტირების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში შესაძლებელია ქულების რაოდენობა შეიცვალოს და აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით კონფიდენციალურია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო. სერთიფიცირების მსურველთა ტესტირება 21 და 22 აგვისტოს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები