Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/cixeeee.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
გარდაცვლილი პატიმრის დედის განცხადებით მისი შვილი #6 საპყრობილეში მოკლეს
2013 წლის 25 აგვისტოს, სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში პატიმარი გელა ჯაყელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული, რომელმაც  წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში, მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს. 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გელა ჯაყელი თვითდაზიანებების გამო, 5-ჯერ გადაყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც. განსხავებულ ინფრომაციას ფლობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია და იგი მოკლულია. "პარასკევს ციხეში ვიყავი ჩემი შვილის სანახავად, ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, თუმცა გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა ვინმე ზურა, გვარი არ ვიცი, მითხრა, რომ ის არის ციხის უფროსის მოადგილის დროებითი შემსრულებელი," – განაცხადა ზოია ჯაყელმა. გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ციხეში მისმა შვილმა მართლაც მიიყენა თვითდაზიანება, იმიტომ, რომ გადასხმის გაკეთება მოითხოვა, ციხის ადმინისტრაციაში კი უარი უთხრეს. "გარდაცვლილს საფეთქელზე აქვს ზონარი შემოჭერილი და თავზე აქვს დაზიანებები. ამას თვითონ ვერ მიიყენებდა, ჩემი შვილი მოკლულია," – აღნიშნა ზოია ჯაყელმა. სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.  განცხადება მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ სამინისტრომ 25 აგვისტოს გაავრცელა. გარდაცვლილი კი საკუთარ ოჯახში, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დღეს დილით მიასვენეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.