Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1351331421_cixe.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1351331421_cixe.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1351331421_cixe.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1351331421_cixe.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
1127 მსჯავრდებულის საარჩევნო ხმით უზრუნველყოფას მოითხოვენ
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასჯელაღსრულების სისტემაში გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და 1127 ამომრჩეველი მსჯავრდებულისთვის არჩევნებში მონაწილეობის სათანადო უზრუნველყოფას მოითხოვს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს, რათა საჯარო გახდეს ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მსჯავრდებული ამომრჩევლების სათანადო ინფორმირება საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით." „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2013 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, სულ 1 129 მსჯავდებული იმყოფება. ამომრჩეველი მსჯავრდებულებდიან 1127 სრულწლოვანი, ხოლო 2 არასრულწლოვანია. აქედან 1109 სრულწლოვანი მამაკაცი, 18-სრულწლოვანი ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი ვაჟია. დღეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პირებს, ვისაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული. მსჯავრდებული ამომრჩევლები ირიცხებიან სპეციალურ სიაში, რომელსაც სამინისტრო ადგენს. იმისათვის, რომ მოხდეს პატიმართა სრული იმფორმირება არჩევენებში მონაწილე კანდიდატების და საარჩევნო პროცედურების საკითხზე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა ადმინისტრაციებს აკისრიათ ვალდებულება კენჭისყრამდე 8 დღით ადრე, უზრუნველყონ შესაბამისი ადგილების გამოყოფა ბეჭდვითი, სააგიტაციო მასალების, ფაილებისა და ბუკლეტების თვალსაჩინოებისთვის და განსათავსებლად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.