Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/sagamodziebo_samsaxuri_finansta2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
საგამოძიებო სამსახურმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ფაქტებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის 5 მაისს გამოცხადებულ ტენდერში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმა, რომელიც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, კომისიის სხვა წევრებთან ერთად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის უგულებელყოფით, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის კუთვნილ საწარმოს შპს „ადიგენი 2009“-ს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 07 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს „ნამქერის“ მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის ანტონ მერაბიშვილის მიერ ხელოვნურად იყო გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. სატენდერო კომისიამ ტენდერში შპს „ნამქერი“ გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ როდესაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ვალდებული იყო მოეხდინა შპს „ნამქერის“ დისკვალიფიკაცია, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლითა და 342–ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.