Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1353651728_cixe.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ გამართა. მისი განცხადებით, მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები უკვე დატოვეს. გიგა გიორგაძის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 35 ქალბატონია (ერთ ორსული) და 156 მამაკაცი. მათ შორის 19 მძიმე ავადმყოფია. პირობით ვადამდე გათავისუფლებულთაგან სამს მოსახდელი სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა. "კომისიამ და საბჭოს წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე - 3/4. შუამდგომლობების განხილვისას, კომისიის წევრებმა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინეს, ამასთანავე, შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები. გიორგაძის განცხადებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში სულ 300-მდე შუამდგომლობა შევიდა. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ადგილობრივი საბჭოებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა, აქედან 790 სრულწლოვანი მამაკაცი, 39 სრულწლოვანი ქალი, 11 არასრულწლოვანი მამაკაცი და 1 არასრულწლოვანი ქალი. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 აგვისტომდე სულ 1967 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 1687 სრულწლოვანი მამაკაცი, 249 სრულწლოვანი ქალი, 30 არასრულწლოვანი მამაკაცი და 1 არასრულწლოვანი ქალი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.