რუსი სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულებმა მოსკოვის ცენტრში 30-მდე ბინა გაძარცვეს. კრიმინალური ჯგუფის წევრები მაშინ დააკავეს, როდესაც მოსკოვის ცენტრში ერთდროულად ორ ბინას ძარცვავდნენ.
ორივე დაკავებული ქართველი წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევია. მათი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, საიუველირო ნაკეთობები და ბინის კარის გასაღებად საჭირო ე.წ. ატმეჩკები.
არსებობს ეჭვი, რომ ამ დაჯგუფებაში სხვა წევრებიც ირიცხებიან. მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები