მსოფლიოს მასშტაბით იმ ჯარისკაცებს იხსენებენ, რომლებიც სამხედრო მოქმედების დროს დაიღუპნენ და მათ კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.
საქართველოში ამ დღეს 2004 წლიდან აღნიშნავენ. 30 აგვისტო დაკარგულ მებრძოლთა დღედ 1982 წლის 30 აგვისტოს გამოაცხადეს, როდესაც ლათინური ამერიკის ქვეყნები ვენესუელაში შეიკრიბნენ და ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
აფხაზეთის ომში დაკარგულად 2 000 ადამიანი ითვლება. დილიდან შავოსანი დედები დიღმის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ და გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
უგზოუკვლოდ დაკარგულები 2009 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგადაც არიან. 2009 წლის 26 მაისის მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 9 სამხედრო მოსამსახურე, აქედან 2 ოფიცერია, 7 კი კაპრალი და სერჟანტი.
დაკარგულები არიან ძირითადად მე-4 ქვეითი ბრიგადის წევრები და ასევე ჯავშანსატანკო ბატალიონის 3 მებრძოლი. დნმ-ის ანალიზის პასუხების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შორის ამ ხნის განმავლობაში 53 მებრძოლის ამოცნობა მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები