პოპულარულ კულინარიულ ვებგვერდ
TasteAtlas.com-ზე ყველიანი კერძების კატეგორიაში პირველ ადგილზე მეგრული ხაჭაპური გავიდა.
ხაჭაპურმა TasteAtlas-ის მომხმარებელთა შეფასებით 5 - დან 4.8 ქულა
მიიღო.TasteAtlas-ის მომხმარებლების გადაწყვეტილებით, საუკეთესო ყველიანი კერძების ოცეულში სვანური და აჭარული ხაჭაპურიც მოხვდა.
TasteAtlas სამოგზაურო გზამკვლევია ტრადიციული კერძების შესახებ, სადაც 10 000-ზე მეტი კერძი და ინგრედიენტი მსოფლიო რუკაზე ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვითაა განლაგებული.
მასალის გამოყენების პირობები