ბესლანის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ქალაქში სამგლოვიარო ცერემონია დილიდან მიმდინარეობს.
მოსახლეობა ტრაგედიის ადგილზე ყვავილებით მიდის და დაღუპულებს იხსენებს. ბესლანში ხსოვნის დღეები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ბოლო დღეს სკოლის მოსწავლეები 334 თეთრ ბუშტს გაუშვებენ ცაში. რიცხვი სიმბოლურად დაღუპულთა რაოდენობას გამოხატავს.
2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 საშუალო სკოლის ეზოში, ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა. ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მძევლად აიყვანეს და სკოლის შენობაში შეიყვანეს.
ტრაგედია 3 სექტემბერს 334 მძევლის მკვლელობით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები