Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/shinagan.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/shinagan.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/shinagan.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/shinagan.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 5 სექტემბერს განადგურდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები 5 სექტემბერს, 15.00 საათზე, საჯაროდ განადგურდება. ვიდეოჩანაწერების განადგურება ე.წ. მოდულის შენობაში მედიის თანდასწრებით მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხზე შექმნილი შესაბამისი კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც გუშინ საღამოს გაიმართა. პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაახლოებით 181 საათი 30 წუთის ხანგრძლივობისაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-სთან შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა აცნობა. ტუღუშმა მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ პირადი ცხოვრების, ინტიმური ეპიზოდების ამსახველი მასალების განადგურებაზე, თუმცა, რჩება იმ ტიპის მასალები, რაც საინტერესოა გამოძიებისთვის. "ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამდენი ბრძოლისა და ჭიდაობის შემდეგ მივედით შეთანხმებამდე, რომ ეს სიბინძურე მოვაცილოთ ქვეყანას", - აღნიშნა ტუღუშმა. გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ეკა გიგაურიც. მისი თქმით, განადგურების პროცედურა წარიმართება კანონისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. გიგაურის ცნობით, განადგურების პროცესზე მიწვეული იქნებიან მედიის წარმომადგენლები. "პოზიტიური ნაბიჯია, რომ ხელისუფლება ასეთი ტიპის მასალის შენახვაზე უარს ამბობს და ეს ხდება არჩევნების წინ", - აღნიშნა გიგაურმა. კომისია გუშინ გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი და თავად მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.