27 წლის ზუგდიდელ ედო რაფავას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ოჯახისა და ახლობლების ინფორმაციით, მან ცურვის დროს ხერხემალის მალა ხ S12 კისრის ნაწილი დაიზიანა. მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცს აქვს სუნქთვის მწვავე უკმარისობა, ვენების ემბოლია და თრომბოზი, აღენიშნება ზედა პარაპარეზი და ქვედა პარაპელგია, დაზიანებულია გულ-მკერდის არე და ფილტვის ქსოვილის კერები ორივე მხარეს.მას საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
"ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე. საჭიროებს რეაბილიტაციას საზღვარგარეთ. რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ედომ რომ შეძლოს ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება, ერთად დავდგეთ ამ ახალგაზრდის გვერდით. მას ისე სჭირდება ახლა ჩვენი გამოწვდილი ხელი, როგორც არასოდეს. გვჯერა, კიდევ ერთხელ მოხდება სასწაული და თქვენი წყალობით შეუძლებელს შევძლებთ", - აღნიშნულია ახლობლების მიერ გავრცელებულ საქველმოქმედო განცხადებაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ:
საქართველოს ბანკი: GE72BG0000000161643709
ლიბერთი ბანკი: GE15LB0711199777718000
თიბისი ბანკი: GE62TB7505645061600033
მიმღები: ალბინა რაფავა
საკონტაქტო: 568844647
მასალის გამოყენების პირობები